სს ნიკორას შესახებ

"ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 25 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.


დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში და საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო  ქსელის განვითარება და  მომხმარებელს  მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი -  500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 9000-ს აჭარბებს.

"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018  სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა.

სს "ნიკორა": 200050675

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2 
დაწვრილებით

ნიკორა სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას კვლავაც აგრძელებს

“ნიკორა” საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს. მიმდინარე სემესტრში ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვეს: სალომე ჩერქეზიშვილმა, გიორგი ნაფეტვარიძემ, ლიზი ნუცუბიძემ და ანნა ჭიღლაძემ. “ნიკორა ჯგუფის” წარმომადგენლებმა სტუდენტებს, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე გადასცე...
დაწვრილებით
მაი
13
2024

გრანდიოზული საფეხბურთო გათამაშება ნიკორაში

1-დან 31 მაისის ჩათვლით, “ნიკორა სუპერმარკეტების” ქსელში, მინიმუმ 10 ლარიან შენაძენზე გაქვთ შანსი მოიგოთ ევროპის ჩემპიონატის სრული საგზური და უგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში, პირდაპირ სტადიონიდან. გათამაშებაში ჩასართავად, მომხმარებელმა უნდა შეიძინოს მინიმუმ 10 ლარის პროდუქცია, რა დროსაც ჩეკზე უნიკალური QR კოდი დაუგენერირდება. QR კოდის დასკანერებით, მომხმარებელი გადავა გათ...
დაწვრილებით
მაი
01
2024

ნიკორა ჯგუფი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქადაგიანოსა და ხა...

“ნიკორა ჯგუფი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კასპის რაიონის სოფლების, საქადაგიანოსა და ხანდაკის საჯარო სკოლებს ესტუმრა. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო ნივთები, ხოლო სკოლას კი კომპიუტერები და წიგნები ბიბლიოთეკისთვის. "ნიკორა ჯგუფი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი, მთის სტატუსის მქონე სოფლის სკოლებს 2022 წლიდან ეხმარება. პროექტის მიზანია მ...
დაწვრილებით
აპრ
19
2024

ნიკორა ტრეიდი - 2023 წლის ლიდერი კომპანიად დასახელდა

"ნიკორა ტრეიდმა“ "LEADER OF THE YEAR“ ჯილდო მიიღო. კომპანიას აღნიშნული პრიზი, შვეიცარიის სარეინტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა. რიგით მე-17, საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაზე, პრესტიჟული ჯილდო 48 ქართულ და უცხოურ კომპანიას ერგო.     
დაწვრილებით
დეკ
20
2023

ნიკორა ჯგუფი მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებ...

"ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, კერძოდ საციხურისა და საყდრიონის საშუალო სკოლებს ვესტუმრეთ და საჩუქრად წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით. ხოლო პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები. პროექტის მიზა...
დაწვრილებით
ოქტ
25
2023

ჰოლდინგის შესახებ

ქრონოლოგიური ფაქტები

ფინანსური შედეგები