სიახლეები
ნიკორა ჯგუფი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქადაგიანოსა და ხანდაკის საჯარო სკოლებს ესტუმრა

ნიკორა ჯგუფი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქადაგიანოსა და ხანდაკის საჯარო სკოლებს ესტუმრა

19 აპრ. 2024

“ნიკორა ჯგუფი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კასპის რაიონის სოფლების, საქადაგიანოსა და ხანდაკის საჯარო სკოლებს ესტუმრა.

ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო ნივთები, ხოლო სკოლას კი კომპიუტერები და წიგნები ბიბლიოთეკისთვის.

"ნიკორა ჯგუფი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი, მთის სტატუსის მქონე სოფლის სკოლებს 2022 წლიდან ეხმარება. პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა, სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.