სიახლეები
ნიკორას მხარდაჭერით თბილისში 180 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო

ნიკორას მხარდაჭერით თბილისში 180 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო

04 ოქტ. 2023

ვაგრძელებთ მხარდაჭერას და ამჯერად, ნიკორას დახმარებით ვარკეთილში 180 ძირი არიზონის კვიპაროსის ხე დაირგო.

ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობები, ქალაქის მწვანე საფარის შექმნა, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.

პროექტი თბილისის საკრებულოსთან ერთად "გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში განხორციელდა.